ABBA-ს წევრებმა 50 წლის იუბილე ერთად აღნიშნეს [Photo/video]

ლეგენდარული შვედური ჯგუფის, ABBA-ს წევრებმა თაყვანისმცემლები გაახარეს და 1982 წლის შემდეგ ერთად პირველად იმღერეს.

“ევროვიზიის” ოფიციალური საიტი გვაცნობებს, რომ კონცერტი, რომელიც სტოჰოლმში კერძო წვეულებაზე ჩატარდა, ბიორნ ულვეუსისა და ბენი ანდერსენის მეგობრობის 50-ე წლისთავს მიეძღვნა. ABBA-ს ისტორიაც ზუსტად იმ დროიდან დაიწყო.

სკანდინავური ოთხეულის ფოტოსურათები ედვარდ აფ სილენმა, 2013-სა და 2016 წლის “ევროვიზიის” სცენარის ავტორმა, Insagram-გვერდზე გამოაქვეყნა.

წვეულებაზე ABBA-მ ერთადერთი სიმღერა – The Way Old Friends Do (You and I…) შეასრულა, მაგრამ მისი ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში არ განუთავსებიათ.

ჯგუფმა სიმღერა The Way Old Friends Do 1979 წლის მსოფლიო ტურის დროს შეასრულა და სტუდიაში არასდროს ჩაუწერია. კომპოზიციის ცოცხალი შესრულება 1980 წლის ალბომ Super Trouper-ში შევიდა.

აღსანიშნავია, რომ ადრე ABBA-მ გაერთიანებაზე კატეგორიული უარი განაცხადა იმის მიუხედავად, რომ მის წევრებს არნახულ ჰონორარს – 1 მილიარდ დოლარს სთავაზობდნენ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”36210″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button