Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სკოლები იხსნება – დახურული რჩება საბავშვო ბაღები

72

თბილისში, რუსთავში და ქუთაისში იძულებითი პაუზის შემდეგ, დღეს მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ. პედაგოგები გამონაკლის შემთხვევების გარდა, ონლაინ გაკვეთილებს აღარ ჩაატარებენ.
სკოლები აღჭურვილია დეზო-ბარიერებით, სადეზინფექციო ხსნარით და თერმოსკრინინგის აპარატებით. ყველა მოსწავლე სკოლაში ტემპერატურის გაზომვის შემდეგ შედის.

მე-5 კლასამდე პირბადის ტარება ნებაყოფლობითი, მე-5 კლასის შემდგომ კი სავალდებულოა.
მშობლები, რომლებმაც ბავშვები დღეს სკოლაში მიიყვანეს, სწავლის საკლასო ოთახებში განახლებას დადებითად აფასებენ.

პედაგოგები და განათლების უწყება აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები კოვიდ უსაფრთხოების ზომებს, შესაბამისად იცავს. მსურველები სასწავლო პროცესს კვლავაც დისტანციურად განაგრძობენ.

შეზღუდვების შემსუბუქების ახალ ეტაპი რესტორნების და კაფე-ბარების ღია სივრცეების გახსნასაც ითვალისწინებს.

თუმცა რესტორატორები სიახლეს სკეპტიკურად უყურებენ. მათი შეფასებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან ამუშავებას, თუნდაც, ღია სივრცის მქონე ბევრი ობიექტი ვერ შეძლებს.

რესტორნების მფლობელები ამბობენ, რომ მათთვის სერიოზული დარტყმაა შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვაც.

ჯერჯერობით არ იხსნება საბავშვო ბაღები და ფიტნეს ინდუსტრია, ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს რომ მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში სტაბილური ვითარება შენარჩუნდეს.

მინისტრმა ბიზნესის სფეროს წარმომადგენელებს და მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ თითოეულ მათგანზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ქვეყანაში ეპიდვითარება და შესაბამისად, ეკონომიკის გახსნის თარიღები.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი