კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევას ყვარელში მსხვერპლი მოყვა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში. სოფელ შილდასთან მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენჯერმე ამობრუნდა და ხეს შეეჯახა.

ძლიერი შეჯახების შედეგად, ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
გარდაცვლილისა და დაშავებულის ავტომანქანიდან გადმოსაყვანად, სამაშველო ჯგუფის ჩარევა გახდა საჭირო.

დაშავებული მგზავრი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტები არიან მობილიზებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button