სპორტი

ბიატლონის მსოფლიო ჩემპიონატზე პრიზიორები გამოვლინდნენ

სლოვენიის ქალაქ პოკლიუკაში ამ დრომდე გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლონში.

დღეს, სხვადასხვა სინჯის მედლები ერთეულთა მიქსში გათამაშდება.

ამ ეტაპისთვის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ რბოლაში გამარჯვებული ბეატლონელები გამოვლინდნენ.

კაცებში, 20კმ-იანი დისტანცია პირველი ადგილით ნორვეგიელმა სტურლა ლეგრეიდმა დაასრულა. მეორე ადგილზე გერმანელი არნფ ფაიფერი გავიდა.მესამე ადგილი და შესაბამისად, ბრინჯაოს მედალი, – გამარჯვებულის თანამემამულეს, იოჰანეს დალეს ხვდა წილად.

ქალების 15 კმ-იანი ინდივიდუალური რბოლა ყველასთვის მოულოდნელად, ჩეხმა მორბენალმა, მარკეტა დავიდოვამ მოიგო. მეორე ადგილი შვედ ჰანა ოებერგს ერგო. მესამე ადგილს კი ნორვეგიელი ინგრიდ ტანდერვოლდი დაეუფლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button