ამ წუთებში ქალაქ გურჯაანში, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია. ხანძარი ცოტა ხნის წინ, ერთსართულიანი სახლის სახურავზე გაჩნდა და სახლს მოედო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ლიკვიდაციას 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს.
ხანძრის სხვა საცხოვრებელ სახლებზე გადასვლის თავიდან ასაცილებლად, მეხანძრე- მაშველებს, ადგილობრივებიც ეხმარებიან.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე, პოლიცია და ექსპერტებიც იმყოფებიან.