Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ვაზიანი-გომბორი-თელავის უღელტეხილზე შეზღუდვები მოიხსნა

56

ვაზიანი-გომბორი-თელავის უღელტეხილზე, ტრანსპორტის გადაადგილებისათვის დაწესებული ორდღიანი შეზღუდვები მოიხსნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ყინვის გამო, შეზღუდული საავტომობილო მოხრაობა, უღელტეხილზე უკვე აღდგენილია.

გადუღებელი თოვის გამო, გომბორის უღელტეხილზე, მხოლოდ მაღალი გამავლობის და ზამთრის საბურავების მქონე ტრანსპორტით გადადგილებაა იყო შესაძლებელი.

თელავის საგზაო სამმაართველოს ოთხი მანქანა გზას ინტესიურად წმენდდა და მოყინულ ადგილებს, ქვიშა- მარილს აყრიდა. დღევანდელი მდგომარეობით გზაზე, მოძრაობის რეგულირებისათვის საპატრულო პოლიციის სპეციალური ეკიპაჟიც აღარ მორიგეობს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ამინდის გაუარესების გამო, ვაზიანი- გომბორი- თელავის გზაზე, მოძრაობა ორჯერ შეიზღუდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი