მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ნიკა მელიას დაკავების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ შსს-მ სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულა.

“თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება პატიმრობის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა – ნიკანორ მელია დაკავებულია.

სამართალდამცველებმა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ.

სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა.

შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების კანონით გათვალისწინებული, პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები,”- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსებნებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პოლიციამ 23 თებერვალს, სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button