Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

არ გავხდებით რუსეთის იმპერიის ნაწილი-მამუკა ხაზარაძე

52

დემოკრატიისთვის შეუპავარი ბრძოლა უნდა დაიწყოს,-ამის შესახებ პარტია ლელო-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მედიასთან განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველო რუსეთის გუბერნია აღარ გახდეს.

“გავიხედოთ მომავალში, არჩევანი არის ძალიან მკაფიო – ან ჩვენ გავხდებით რუსეთის იმპერიის ნაწილი და არა 20%, არამედ ყველაფერი იქნება ოკუპირებული ისე, რომ ვერც გავიგებთ, ან ჩვენ გავხდებით ცივილური დასავლური, ნორმალური, სამართლიანი სამყაროს ნაწილი. დღევანდელი აქტით, სადაც მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გამოიყვანეს ძალისმიერი მეთოდით, როცა მთელი ოპოზიციური სპექტრი ბოლო თვეების განმავლობაში ითხოვს იმას, რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები ან პლებისციტი, რომ ხალხმა თქვას, რომ ეს გაყალბებული არჩევნები უნდა დამთავრდეს… ვერანაირ დემოკრატიას, სასამართლოს ვერ ავაშენებთ, თუ არჩევნები, ადამიანის უფლება, მისი ხმის და უფლების გამოხატვა იქნება ხელყოფილი. ამიტომ ვდგავართ ამ ბოიკოტში”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსებნებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პოლიციამ 23 თებერვალს, სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

მოისმინეთ,მამუკა ხაზარაძის განცხადება

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი