მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

პროფესორ-მასწავლებლები მთავრობას მოუწოდებენ გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები

პროფესორ-მასწავლებლები მთავრობას მოუწოდებენ, უარი თქვას ქვეყნის განუხრელი დემოკრატული განვითარების შეფერხებაზე. მათი განცხადებით, შექმნილი პოლიტიკური თუ სამართლებრივი კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, ხელისუფლების შეუზღუდავმა მოქმედებებმა, საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების პროტესტი გამოიწვია.

პროფესორ-მასწავლებლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ სწორად გააანალიზონ არსებული რისკები და მიუსადაგოს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და უარი თქვას ქვეყნის განუხრელი დემოკრატული განვითარების შეფერხებაზე.

“ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიული ინსტრუმენტების გამოყენება და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები. შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივით განპირობებული სამართლებრივი დევნა და დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მედიატორობით”, – ნათქვამია პროფესორ-მასწავლებლების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა და ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.
ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა არაერთი საელჩო თუ უცხოელი პოლიტიკური ლიდერი.

მსგავსი პოსტები

Back to top button