ქეცბაია წყობილებიდან გამოვიდა… ფამაგუსტელებმა მოიგეს

პირველი მეოთხედფინალური მატჩი კვიპროსის თასზე, ქეცბაიას „ანორთოსისმა“ სტუმრად „კარმიოტისა“ ანგარიშით: 2:1 დაამარცხა.
ფამაგუსტას „ანორთოსის“ მთავარმა მწვრთნელმა, წინა შეხვედრისგან განსხვავებული სასტარტო შემადგენლობა გამოიძახა და ათამაშა. ქართველებიდან, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ლორია დაასვენა; ბუბა დაუშვილი 90 წუთი ათამაშა და გიორგი ქვილითაია მხოლოდ 62-ე წუთზე შეუშვა მოედანზე.
მატჩის მე-80 წუთზე „პაფოსის სტელიოს კორიაკიდესის“ სტადიონზე განათების სისტემას პრობლემა შეექმნა და მეორე ტაიმის მეორე ნახევარში ფეხბურთელებმა მცირე განათების ფონზე ითამაშეს.
თემურ ქეცბაია გაბრაზებული მივიდა მეოთხე მსაჯთან და უთხრა, რომ ნაწილობრივ სიბნელეში თამაში შეუძლებელი იყო.
„ანორთოსისის“ თავკაცმა ეს ემოცია მატჩის შედგომ პრესკონფერენცაზეც არ დამალა და თქვა, რომ „ფეხბურთზე ლაპარაკი არ ღირს. ეს შეუძლებელი და წარმოუდგენელია. გადაიწვა განათების სისტემა, გადაიწვა ანძა, გადაიწვა კვიპროსული ფეხბურთი. რა უნდა ვილაპარაკოთ?“ – ციტირებს კვიპროსული მედია.
ამ გუნდების განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრა 10 მარტს გაიმართება.