მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აფხაზეთში ჩასვლა რუსებისთვის უსაფრთხო არ არის-რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს და ამბობს, რომ აფხაზეთში დასვენება უსაფრთხო არ არის.
ამ გაფრთხილების მიზეზი გახდა, აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც რუსეთიდან ჩასული ტურისტის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის გასამართლებულ კაცს, სასჯელი შეუმსუბუქა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

უწყების თქმით, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ე.აბუღბა, რომელმაც 2019 წელს რუსი ტურისტი მოკლა, ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლა. როგორც რუსეთის საგარეო ამბობს, ეს გადაწყვეტილება რისკს შეუქმნის, ტერიტორიაზე რუსი დამსვენებლების უსაფრთხოებას.
“აფხაზური მართლმსაჯულების ძალიან ლმობიერ დამოკიდებულებას ავლენს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და დამნაშავეებისთვის დაკისრებული სასჯელის მიმართ…
“უკიდურესი გაკვირვებით მივიღეთ ინფორმაცია, რომ 2 თებერვალს, აფხაზეთის მოქალაქე ე. აბუღბა, რომელმაც 2019 წელს რუსი ტურისტის მიმართ მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ამ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელის შემსუბუქების შემდეგ გაათავისუფლეს. ჩვენი შეფასებით, ეს გახმაურებული საქმე მიუთითებს აფხაზური მართლმსაჯულების ძალიან ლმობიერ დამოკიდებულებაზე რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და დამნაშავეებისთვის დაკისრებული სასჯელების მიმართ…ცხადია, ეს რისკებს უქმნის ყოველწლიურად აფხაზეთის კურორტებზე ჩასული უცხოელი სტუმრების უსაფრთხოებას, რის შესახებაც იძულებულნი ვართ, ჩვენი თანამემამულეები გავაფრთხილოთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საუბარია 2019 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პირის მიერ რუსი ტურისტის გაუპატიურებასა და გაძარცვაზე. 2021 წელს ამ დანაშაულისთვის აფახაზეთში მცხოვრებ ედგარ აბუბხას ცხრა წლით პატიმრობა მიესაჯეს. მაშინ ოკუპირებული აფხაზეთის სასამართლომ განაცხადა, რომ აბუბხა არასრულწლოვანი იყო და მისთვის 10 წელზე მეტი ხნით პატიმრობის სასჯელი უკანონო იქნებოდა.
ცნობისთვის, საუბარია რუსი ქალის გაუპატიურებასა და ძარცვის შესახებ. დანაშაული 2019 წლის 31 ივლისს მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button