Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

დედაქალაქში საპროტესტო აქციას ლაგოდეხელებიც შეუერთდნენ

1 069

საპროტესტო აქციაზე დღეს ლაგოდეხიდან 150 – მდე მხარდამჭერი წავიდა.

ადგილობრივი ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ფირუზი გელაშვილმა რადიო ჰერეთთან საუბარში აღნიშნა, რომ მოსახლეობის ოპოზიციურად მოაზროვნე ნაწილი მათ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებიდანაც შეუერთდა.

“ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ჰერეთთან აცხადებს,რომ პროტესტს სისტემატიური სახე მიეცემა და გამარჯვებამდე იბრძოლებენ.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ჰერეთთან ამბობს, რომ პროტესტი სამართლიანია და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ხელისუფლება არ ჩამოიშლება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შედეგის მიღწევა ხალხისსიმრავლითაა შესაძლებელი. ზოგიერთის აზრით, აქცია გაუმართლებელია, რადგან მშვიდობიანი საპროტესტო ტალღა არსებული ხელისუფლებისთვის უკან დახევის გარანტია ნამდვილად არ არის.

ისინი გმობენ ნიკა მელიას სპეცრაზმის საშუალებით ხმაურიან დაკავებას და მოითხოვენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი