Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გიორგი შერმადინის კიდევ ერთი გაბრწყინება ლიგა ენდესაში

57

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 24-ე ტურში შერმადინის ლენოვო „ტენერიფე“ სტუმრად მონბუსს შეხვდა და ანგარიშით: 97:71 დაამარცხა.

პირველი ტაიმი გარდაუვალი უპირატესობისთ წარიმართა. მატჩის ნახევარი სტუმრებმა ერთქულიანი სხვაობით დაასრულეს, მაგრამ შემდგომში კანარიელებმა უპირატესობა ხელში აიღეს და შეხვედრაც იოლად მოიგეს.

პარკეტზე ორივე გუნდში გამორჩეული და შედეგიანი იყო ქართველი ცენტრი.

შერმადინმა თითქმის 20 წუთი გაატარა მოედანზე და ამ დროის განმავლობაში 19 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო და მისი ეფექტიანობის კოეფიცენტმა 25 შეადგინა.

რაღა თქმა უნდა, მატჩის MVP -ედ გრრგი შერმადინი დასახელდა.

ლენოვო ტენერიფე 18 მოგებით და 5 წაგებით ლიგა ენდესაში მესამე ადგილზეა. პირველ -მეორე ადგილს მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ ინაწილებენ.

ტენერიფე მომდევნო ტურში 13 მარტს სან პაბლო ბურგოსს სტუმრად შეხვდება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი