მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავი- თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

თელავი- თბილისის მიმართულებით სამრშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური გაიზარდა.
მიკროავტობუსების მძღოლების ინფორმაციით, დღეიდან, 1 მარტიდან, მგზავრობის ღირებულება 2 ლარით მოიმატებს.

” მაქსიმალურად ვცდილობდით ფასი არ გაგვეზარდა, მაგრამ საწვავის ღირებულება კატასტროფულად იზრდება. მაღალია კონკურენციაც, ტაქსებიც მოძრაობენ და კერძო პირებიც ეხმარებიან ერთმანეთს გადაადგილებაში. ჩვენ, ფაქტიურად შემოსავლის გარეშე დავრჩით. სხვა გამოსავალი არ იყო”- განაცხადა ერთ- ერთმა მძღოლმა, რადიო ჰერეთთან.

დღემდე, სამარშუტო მიკრო ავტობუსებით, თბილისიდან თელავის მიმართულებით მგზავრობა 8 ლარი ღირდა.

ჯერჯერობით, სოფლების მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური უცვლელი რჩება

მსგავსი პოსტები

Back to top button