ყვარლის ბაგა- ბაღების პერსონალი კორონა ვირუსზე გატესტილი არ არის
ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი ისე დაიწყო, რომ თანამშრომლების ტესტირება ჯერ არ დაწყებულა.
ინფორმაციას ამის შესახებ, ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაგა- ბაღების გაერთიანების დირექტორი, ზაზა ზაუტაშვილი ადასტურებს.
” ჯერ ტესტირება არ ჩაგვიტარებია. დღეს უნდა შევხვდეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს და გადავწყვიტოთ, როგორ გაიარონ თანამშრომლებმა ტესტირება”- განაცხადა ზაუტაშვილმა.
ბაგა- ბაღების თანმაშრომლების კორონა ვირუსზე ტესტირება რომ არ ჩატარებულა, რადიო ჰერეთს, ყვარლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მერაბ სეფაშვილმაც დაუდასტურა.
” დღეს შევიკრიბებით და გრაფიკს შევადგენთ, სკოლების და ბაღების ერთად გასატესტად, ორჯერ ჩასვლა რომ არ მიგვიწიოს. თვითონ უნდა გამოეჩინათ ინიციატივა, ვინც მოდის, იმას ვტესტავთ”- განაცხადა სეფაშვილმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტში 22 საბავშვო ბაღია, სადაც 1200- ზე მეტი აღსაზრდელი სწავლობს.
პრემიერ- მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან საბავშვო ბაღებში, სააღმზრდელო პროცესი დაიწყო.
კორონა ვირუსისასთვის დაწესებული რეგულაციების თანახმად, ბაგა- ბაღების პესონალი, ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო ტესტირებას ექვემდებარება.