რეგიონისიახლეები

საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბისკირიას ხსოვნას სენაკში პატივი მიაგეს

გურამ გაბესკირიას ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს და გმირის ბიუსტი გვირგვინით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შეამკეს.

“…არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ…“ – ეს იყო სოხუმის მერის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს წევრის, ჟიული შარტავას თანამებრძოლის, ჩვენი თანაქალაქელის, გურამ გაბესკირიას უკანასკნელი სიტყვები, როცა ის, მთავრობის დატყვევებულ წევრებთან და მათ თანმხლებ პირებთან ერთად, პარლამენტის შენობიდან გამოიყვანეს და დაჩოქება უბრძანეს…

სოხუმის მერის გმირული აღსასრულიდან 24 წლის შემდეგ, 2017 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

24 წლის შემდეგ, სოხუმის დაცემის დღეს, მისი ნეშტი, იმ დახვრეტილ 25 მებრძოლთან ერთად, საქართველოში გადმოასვენეს და სამხედრო პატივით, ქართულ მიწას მიაბარეს.

გურამ გაბესკირიას დღეს 74 წელი შეუსრულდებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button