Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ზუგდიდის მუზეუმმა მუშაობა განაახლა

60

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულმა მუზეუმმა მუშაობა 2 მარტს განაახლა. მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას თქმით, მუზეუმს დღეს უკვე ამ დროსთვის 15-მდე დამთვალიერებელი ეწვია.

” ორშაბათს მუზეუმი ისვენებს. გვაქვს დროში დროებითი ცვლილება – ვიხსნებით დილით 10:30.წთ-ზე და ვმუშაობთ 17 საათამდე.

ვეცდებით,უახლოეს თვეებში ჩვეულ დროს დავუბრუნდებით. მზად ვართ, რომ რეგულაციების დაცვით მივიღოთ დამთვალიერებლები, გვაქვს ყველა შესაბამისი აღჭურვილობა”, – ამბობს რადიო თბილისთან ლილი ბერაია.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით მუზეუმებმა და ბიბლიოთეკებმა მუშაობა პირველი მარტიდან ერთწლიანი პაუზის შემდეგ განაახლეს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი