მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სახალხო დამცველის შეფასებით კარტოგრაფების საქმეს პოლიტიკური მოტივი გააჩნია

ე.წ. კარტოგრაფების საქმეს “აშკარად გააჩნია პოლიტიკური ან სხვა მოტივი”, რომელიც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის, ამის შესახებ სახალხო დამცველი საუბრობს.

ამ საკითხზე სახალხო დამცველმა მოსამართლეს სასამართლოს მეგობრის (amicus curiae) მოსაზრებით მიმართა.ომბუდსმენის შეფასებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ბრალდებულებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის სურვილი ჰქონდათ, ან ამ განზრახვით მოქმედებდნენ.

შეგახსენებთ, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი სასამართლომ 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მოსამართლემ, ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმ მოტივით, რომ მელაშვილის თანამდებობა მის შეჩერებამდე, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button