კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანში გარდაცვლილი ჩვილის დედა დეტალებზე ალაპარაკდა

გურჯაანში გარდაცვლილი 11 თვის ჩვილის დედა, 8 მარტის ღამეს მომხდარ ამბავს იხსენებს.
თეონა ონიაშვილი ყვება, რომ ინციდენტის დროს მისი მეუღლე ნასვამი იყო.

” 8 მარტის ღამე იყო. მეგობრები ჰყავდა და სვამდნენ. ერთ- ერთი ძმაკაცი დატოვა ჩვენთან სახლში. ლუდი დალიეს და იმ ბიჭს აუშარდა. მაგ დროს მე მეძინა, ასანთისთვის გამაღვიძა და გამაგდო ქუჩაში ბავშვით. იმ ბიჭის წასვლის შემდეგ, მეძებდა და მედავებოდა, სხვა გიყვარსო, ეჭვიანობდა, ბავშვს ხელიდან მგლეჯდა. აკვიატებული ჰქონდა ეს ბავშვი უნდა მოვკლაო. განწირული ვყვიროდი, გავარვარებული ღუმელი მესროლა და წავიქეცი.ის ბავშვს ხელიდან მგლეჯდა. ბავშვთან ერთად, თავის გადასარჩენად, მეზობელთან გავიქეცი და იქ მივხვდი, რომ ცოცხალი აღარ იყო”- განაცხადა ონიაშვილმა.

ჩვილის მამისათვის, ბრალის წარდგენის პროცედურა, ამ წუთებში, ყვარლის პოლიციის სამმართველოში მიმდინარეობს.

გამოძიებამ 36 წლის მამაკაცი, სისხლის სამართლის კოდექსის126′ მუხლით გათვალისწინებული, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავა.

მოხდება თუ არა, მისთვის ბრალის გადაკვალიფიცირება , მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, 11 თვის ჩვილი გურჯაანში, 8 მარტის ღამეს გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, ბავშვის გარდაცვალება, ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button