მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სასამართლომ TV პირველიდან მასალების ამოღების ნებართვა გასცა

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ამის შესახებ  ტელეკომპანია ავრცელებს ინფორმაციას. საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, რომელშიც სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სდსს-ს უფროსი ანზორ ჩუბინიძე სკოლის მოსწავლეებზე ძალადობას ათანხმებენ.

ტელეკომპანიის იურისტის, ვახტანგ წერეთლის ცნობით, პროკურატურა ითხოვს არა უშუალოდ ინფორმაციას, არამედ ელექტრონულ მატარებელსა და კონვერტს, ან სხვაგვარ მასალას.

“მოთხოვნილია ინფორმაციის მატარებლის, ელექტრონული მატარებლების ამოღება და კონვერტის, ან სხვაგვარი შეფუთვის, რომლითაც მატარებელი იქნა შემოსული კომპანიაში.

არ არის მითითებული თავად ინფორმაცია, ანუ ამოღების ობიექტი არ არის ინფორმაცია, შესაბამისად, კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას, ამ განჩინების საფუძველზე გასცეს უშუალოდ ინფორმაცია. თუ იქნება მიღებული მსგავსი განჩინება, სადაც მითითებული იქნება პირდაპირ ეს ინფორმაცია, კომპანია ამას შეასრულებს”.-ამბობს ვახტანგ წერეთელი

შეგახსენებთ TV პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე პროკურატურამ გამოძიება მხოლოდ უკანონო მიყურადებისა და გავრცელების მუხლით დაიწყო

მსგავსი პოსტები

Back to top button