Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ჰერეთი მხარდაჭერას უცხადებს TVპირველს

ვთვლით, რომ წყაროების ანონიმურობის დაცვა ინფორმაციის თავისუფლების ერთ-ერთი ღირებული ელემენტია და ჟურნალისტის პროფესიული მოვალეობაა. 

249

მედიაჰოლდინგი ჰერეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ტელეკომპანია “პირველი”-ს მენეჯმენტსა და მთელ გუნდს.

მიგვაჩნია, რომ მედიის, ჟურნალისტის მორალური პასუხისმგებლობაა, არ გაამჟღავნოს კონფიდენციურად მოპოვებული ინფორმაციის წყარო.

დამოუკიდებელი, პლურალისტული და პოლარიზებული მედიაგარემო ბოლო წლების უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია საქართველოს დემოკრატიული მშენებლობის გზაზე და ყოვლად დაუშვებელია ჟურნალისტებს ხელი შეეშალოთ პროფესიულ მოვალეობაში.

ვთვლით, რომ წყაროების ანონიმურობის დაცვა ინფორმაციის თავისუფლების ერთ-ერთი ღირებული ელემენტია და ჟურნალისტის პროფესიული მოვალეობაა.

საქართველოს კანონმდებლობით, გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს ცენზურის დაუშვებლობას, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პლურალიზმს, ჟურნალისტის უფლებას, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოობა და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები („სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 3.2. „დ“).

საიდუმლოების დაცვის გარანტიები დადგენილია ასევე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის სპეციალურ თავში.

იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი კოლეგები და მათი უსაფრთხოება იქნება დაცული და თავისუფლად შეეძლებათ პროფესიული მოვალეობის შესრულება.

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ამის შესახებ  ტელეკომპანია ავრცელებს ინფორმაციას. საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, რომელშიც სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სდსს-ს უფროსი ანზორ ჩუბინიძე სკოლის მოსწავლეებზე ძალადობას ათანხმებენ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი