მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე აცრა სამეგრელოშიც დაიწყო

სამედიცინო სფეროში დასაქმებულ პირებს ვაქცინის გაკეთება ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალსა და ევექსის კლინიკაში შეუძლიათ.
ვაქცინა პირველმა ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა ოდიშარიამ გაიკეთა.
ვაქცინაციის მიმდინარეობას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, მის მოადგილესთან ერთად გაეცნო.
სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია ხორციელდება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით.
15 მარტს ვაქცინაცია დაიწყო ზუგდიდში ,,ევექსის“ კლინიკასა და რეფერალურ ჰოსპიტალში. ხოლო ფოთში, სენაკში, წალენჯიხაში, მარტვილისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაცია დაიწყება 17 მარტს. ჩხოროწყუში, აბაშასა და ხობში კი 18 მარტს.