მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მაგალითი კოლეგებს-თელავში პირველად ვაქცინა ნელი ხიზანიშვილმა გაიკეთა

კორონა ვირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა კახეთში დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა გაიკეთა. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, მან ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისათვის მაგალითის მისაცემად მიიღო.

” მინდა მაგალითი მივცე ჩემს კოლეგებს და ამიტომ გავიკეთე აცრა პირველმა. მსურს ყველა დავარწმუნო ვაქცინის უსაფრთხოებაში და განვმარტო, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი ნორმალურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად” – განაცხადა ხიზანიშვილმა.

ვაქცინაცია კახეთში, დღეს თელავის რეფერალური ჰოსპიტალიდან დაიწყო.პირველი აცრები დარეგისტრირებულ სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება.

სულ კახეთში, ასტრა ზენეკას წარმოების კორონა ვირუსის საწინააღმდეგო.1900 ერთეული ვაქცინაა შესული.
რეგიონში ვაქცინაციისათვის სულ 13 სამედიცინო დაწრსებულებაა დარეგისტრირებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button