ნადირობის სეზონი დაიწყო
გარემოს დაცვის სამინისტრო მოუწოდებს მონადირეებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით იმოქმედოთ ნადირობისთვის ნებადართულ ტერიტორიებზე და დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ნადირობისას მონადირეებმა თან უნდა იქონიონ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.