მნიშვნელოვანისიახლეები

“თავისუფლება მიშას” – შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან, აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის დროშები გაშალეს, შეძახილებით „მიშა! მიშა!“, „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!“, და მოითხოვეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას და მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.

დემონსტრანტებს მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა და განაცხადა, რომ მათ დანებების უფლება არ აქვთ და ბრძოლა უნდა გააგრძელონ:

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ვინც გეტყვით, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი. იცოდეთ, რომ ის (ივანიშვილი) არის ქვეყნის მტერი და რუსი ოლიგარქის მსახური. ვინც გეუბნებათ, რომ ერთმანეთი უნდა გავლანძღოთ და ერთმანეთს უნდა დავუპირისპირდეთ, მას არ უნდა ჩვენი ქვეყნის ერთობა და გამარჯვება“.
ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაიწყო, გაგრძელდება, ხოლო დიდი აქცია დაიგეგმება საქართველოს დედაქალაქში. მისივე თქმით, საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნაა „სააკაშვილის თავისუფლება“ და „ქვეყნის ევროპული მომავალი“.

„ამის პირობას ვიძლევი, რომ ბიძინა ივანიშვილს კინწისკვრით გამოვაგდებთ რეზიდენციიდან და მის ქონებას გადავცემთ ქართველ ხალხს“, – თქვა აქციაზე ლევან ხაბეიშვილმა.
შეკვეთილში დენდროლოგიური პარკისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველებს ცენტრალურ შესასვლელთან ცოცხალი კორდონი აქვთ მოწყობილი.

აქციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობს. მათ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარისა და გურიის რეგიონული ორგანიზაციების წევრები და მხარდამჭერები, რომლებიც სკანდირებენ: „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს! მიშა… მიშა…“

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აქციები გარდა თბილისისა, რეგიონებშიც დააანონსა. მისი თქმით, პროტესტი იქნება ყოველდღიური.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.

მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს. საქმეზე სასამართლო პროცესები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დიახ, თუ პრეზიდენტს მოკლავენ, ჩვენ ევროკავშირში არავინ მიგვიღებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა შეკვეთილში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

აქციაზე, რომლის სლოგანია „თავისუფლება მიშას“, ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებს მიმართა და ქვეყანაში არსებულ სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობაზე ისაუბრა.

„მივმართავ საზოგადოებას, ჩემო ძვირფასებო, გაჭირვება რომელიც გაწუხებთ, სამსახურებში რომ 300-500 ლარად მუშაობთ, დიახ, ეს პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლესთან, პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან. დიახ, თუ პრეზიდენტს მოკლავენ, ჩვენ ევროკავშირში არავინ მიგვიღებს. ევროკავშირი ნიშნავს პენსიონერის ნორმალურ სიბერეს, იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნებში 800 ევროა მინიმალური პენსია. სამუშაო ადგილებზე, სადაც თქვენ 500-600 ლარად მუშაობთ, ევროკავშირის ქვეყნებში გარბიხართ და თქვენი ოჯახის წვერები გარბიან, აქ იმუშავებთ, აქ იქნება ეკონომიკური დოვლათი და აქ გექნებათ 1000 ევრო. საუბარია, რომ მინიმალური ხელფასი ჩვენ ქვეყანაში უნდა იყოს 3000-4000 ლარი და არა ის გროშები, რაზეც გამუშავებენ კერძო სექტორშიც და საჯარო სამსახურებშიც. დიახ, ჩვენი პროტესტი უკავშირდება იმას, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავთ და ორი დღის წინ გვაცნობეს, თურმე ომს რუსეთი იგებს. ომს იგებს უკრაინა ადა ამას აუცილებლად გააკეთებს მთელი ცივილიზებული სამყარო ჩვენ ქართველ მეომრებთან ერთად!“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button