მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის შემდეგ ვაქცინაციას კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებიც იწყებენ

თელავის შემდეგ, სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციას, კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებიც იწყებენ.
დღეს აცრებს, სხვადასხვა დაწესებულებების მედიკოსები ჩაიტარებენ, რომლებიც შესაბამის პორტალზე უკვე დარეგისტრირდნენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, აცრის კაბინეტები უკვე მზად არის.

” ვაქცინა ადგილზეა, კაბინეტები მზად არის და მსურველებიც დარეგისტრირებულები არიან. ყველა მუნიციპალიტეტს შემოვივლით, რომ პროცესი ადგილზე ვნახოთ. ჩემი კოლეგების აქტიურობის იმედი მაქვს”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

ვაქცინაციისათვის კახეთის რეგიონში, 13 სამედიცინო დაწესებულებაა დარეგისტრირებული. აქედან ოთხი თელავში, სამი საგარეჯოში და თითო – თითო დანარჩენ ექვს მუნიციპალიტეტში.

პირველი აცრა, ასტრა ზენეკას წარმოების ვაქცინით, 15 მარტს თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩატარდა. დღის განმავლობაში სულ 10 მედიკოსი აიცრა.

ასტრა ზენეკას ვაქცინის ერთი ფლაკონი, ათი ადამიანის ვაქცინაციისათვის სამყოფი დოზაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button