სპორტი

ლევან გორგაძის მესამე გამაჯვება და დადებითი ბალანსი მარტის ბაშოზე

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმიდნარე საგაზაფხულო სუპერტუნირზე ტოჩინოშინიმ ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა.

ჰარუ ბაშოს მე-5 დღეს დასავლეთის მე-5 მაეგაშირა ოკინოუმის შეხვდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.

33 წლის ქართველი სეკიტორი მარტის ბაშოზე აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდებითაა და დღევანდელი მოგებით მან დადებითი ბალანსი ტურნნირზე პირველად აჩვენა.

მარტის სუპერტურნირის მე-6 დღეს, ტოჩინოშინი დასავლეთის მე-8 მაეგაშირას, 28 წლის ტობიძარუს შეხვდება. იაპონელი და ქართველი სუმოისტები კარიერის მანძილზე პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

მსგავსი პოსტები

Back to top button