მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სალომე ზურაბიშვილმა კოვიდვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

სალომე ზურაბიშვილი კოვიდვაქცინა გაიკეთა.პრეზიდენტი ინფექციურ საავადმყოფოი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა. ზურაბიშვილმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მედპერსონალს ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა .

“თუ გვინდა, რომ ის ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რომელიც მოჰყვება მთელ მსოფლიოში კოვიდპანდემიას, აუცილებელია, რომ ეს საშუალება გამოვიყენოთ, რამეთუ დავიცვათ საზოგადოება და ქვეყანა და გამოვიდეთ კრიზისიდან”, – თქვა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება.

NCDC–ის განცხადებით, ასტრაზენეკას ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button