სპორტი

ჯაბა კანკავა შესაძლოა ნაკრებს მარტის შეხვედრებზე ვერ დაეხმაროს

ფრანგული „ვალანსიენის“ნახევარმცველი და საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა შესაძლოა ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ არ გამოუშვან.

საფრანგეთის ლიგა-1 და ლიგა -2-ის კლუბები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ არაევროკავშირული ქვეყნების ფეხბურთელები, რომლებიც მათ ჩემპიონატში თამაშობენ, სანაკრებო მატჩებზე სათამაშოდ არ გაუშვან.

ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების თანახმად, არაევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენელი საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ 2 კვირიან კარანტინს გადის და ბუნებრივია, კლუბებს, ფეხბურთელების დიდი ხნით დაკარგვა არ სურთ.

არსებულ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ჯერ არ ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 25 მარტს – შვედეთს, 28 მარტს, – ესპანეთს და 31 მარტს საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button