მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების გამო თელავის 2 საბავშვო ბაღში სწავლა შესაძლოა შეწყდეს
თელავის მუნიციპალიტეტის ორი საბავშვო ბაღის 88 აღსაზრდელი და 9 აღმზრდელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგებმა საბავშვო ბაღებში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო მიიღეს.
კოვიდ- 19 საბავშვო ბაღებში 6 აღსაზრდელს დაუფიქსირდა.
თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა- ბაღების გაერთიანების დირექტორის, ია ლუარსაბიშვილის განმარტებით, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
” ჯერ კიდევ სწავლობენ ვითარებას. ვნახოთ, ვიმსჯელებთ, შევწყვეტთ თუ არა ამ ბაღებში სააღმზრდელო პროცესს სრულად”- განაცხადა ლუარსაბიშვილმა
სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 1 მარტს განახლდა.
ბაგა- ბაღების აღმზრდელები და პერსონალი, ორი კვირის ინტერვალით სავალდებულო ტესტირებას ექვემდებარებიან.