მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას 65 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას, ექიმების გარდა, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

“მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ, 65 და 75 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა. სწორედ ეს ჯგუფები გახლავთ ის მოწყვლადი ჯგუფები, რომლისთვის კოვიდინფექცია არის ერთერთი ყველაზე საშიში ინფექცია და აქედან გამომდინარე, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა”, – თქვა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მოქალაქეები პორტალზე რეგისტრაციას 25 მარტიდან შეძლებენ.

შეგახსენებთ, ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინა პირველ ეტაპზე მედ პერსონალს უტარდება

NCDC–ის განცხადებით, ასტრაზენეკას ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button