კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შაქარაშვილის საქმეზე სამ პირს ამნისტია შეეხო

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, სამ პირს ამნისტია შეეხო, მათ გამოძიება ძალადობისა და სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანების ეპიზოდზე ედავებოდა.

დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ ირაკლი წაქაძის, საბა გოგშელიძისა და საბა ჩხარტიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეწყდა.

სამივე მათგანი წინა სასამართლო სხდომის გადაწყვეტილებით გირაოთი გაათავისუფლეს. მათ ციხე დანაშაულის აღიარების შემდეგ დატოვეს.

შეგახსენებთ,სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5 ბრალდებული დამნაშავედ სცნო. 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს.

პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი სწორედ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდო, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა.

ფეხბურთელის ცხედარი გასული წლის 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 6 – არასრულწლოვანი.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button