მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ე.წ კარტოგრაფების საქმის განხილვა გრძელდება

ე.წ კარტოგრაფების საქმე განახლდება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ადვოკატების ინფორმაციით, ისინი რაიმე შუამდგომლობის წარდგენას არ აპირებენ და კიდევ ერთხელ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, რომ საქმე პოლიტიკურია და მას ბრალდებასთან კავშირი არ აქვს.

შეგახსენებთ, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი სასამართლომ 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მოსამართლემ, ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმ მოტივით, რომ მელაშვილის თანამდებობა მის შეჩერებამდე, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button