მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ვადასტურებთ მზაობას გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი-ირაკლი ღარიბაშვილი

მმართველი გუნდი აფასებს ევროკავშირის მედიაციას, რომელიც ორიენტირებულია ვითარების დეესკალაციასა და პოლიტიკური პროცესის ნორმალურ რეჟიმში წარმართვაზე. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება; ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს”, – აცხადებს პრემიერ მინისტრი

პრემიერმა კრისტიან დანიელსონს და პრეზიდენტ შარლ მიშელს პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსადმი ევროკავშირის დიდ ინტერესს, რაც პროცესის ყველა მხარეს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს.

კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდება. ევროპელი დიპლომატი დღესვე დაიწყებს შეხვედრებს „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან.
ევროსაბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად თბილისში 27 მარტს დაბრუნდა.გუშინ, 28 მარტს კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებს, კარლ ჰარცელს და კელი დეგნანს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია პოლიტპატიმრების – ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. „ქართული ოცნება“ ამ მოთხოვნების შესურლებაზე ამ დრომდე უარს აცხადებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button