Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

„იუვენტუსი“ გაახალგაზრდავებას იწყებს… ლეგენდები მიდიან?!

49

„ბებერი ქალბატონი“ ცვლილებებს გეგმავს. კლუბის გადარჩენას ადმინისტრაცია მის გაახალგაზრდავებაში ხედავს.
მომავალ სეზონში იუვენტუსში გარანტირებული ადგილი მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელს აქვს და მათ შორის დიდი უმეტესობა ახალგაზრდაა.

კლუბის მესვეურები იტალიური გრანდის სრულ გადახალისებაზე ფიქრობენ და არ გამორიცხავენ,რომ მენეჯმენტთან ერთად ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლოც შეცვალონ.

ამ გარდაუვალ პროცესს შესაძლოა იუვეს ორი ვეტერანი და ლეგენდარული ფეხბურთელი ჯიჯი ბუფონი და ჯორჯო კიელინიც შეეწიროს. კიელინს ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მისი წასვლა კარიერის დასასრრულს ნიშნავს.

რაც შეეხება ბუფონს, იტალური პრესის ცნობით, მას 1, 2 სეზონით სხვა კლუბში გადასვლა სურს. ჯიჯის უცხო კულტურების გაცნობა და ახალი გამოცდილებები უყვარს და შესაძლებელია ის არამარტო იუვედან, – იტალიიდანაც კი წავიდეს. – წერენ იტალიური საინფორმაციო სააგენტოები.

შეგახსენებთ,რომ ტურინის “იუვენტუსი” სერია A-ში ასაკით მესამე კლუბია. მასზე ადრე მხოლოდ “გენოა” და “უდინეზე” დაარსდნენ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი