სპორტი

ჯაბა კანკავას ყოფილი გუნდი რებრედინგს გეგმავს

საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას ყოფილი გუნდი, დნეპროპეტროვსკის „დნიპრო 1“ აპირებს სახელი, ფერი და ლოგო გამოიცვალოს. ეს კი ნაწილობრივ კანკავას სარჩელის დამსახურებაა.

‘დნიპრო 1“ რებრედინგის შემდეგ „დნიპროდ“ გადაკეთდება, ფერი და ემბლემაც განსხვავებული ექნება.
შეგახსენებთ, რომ კანკავა ყოფილ კლუბს. სადაც 2007-2015 წლებში თამაშობდა, – ხელფასის გადაუხდელობის გამო უჩივის.

მარონ მარკევიჩის თავკაცობის დროს კი ევროპალიგის 2014-2015 წლის სეზონის ფინალშიც გავიდა, სადაც სევილიასთან დამარცხდა.

დნიპრო 1-ში ამბობენ, რომ ძველი დნიპროს სამართალმემკვიდრეები არ არიან და ჯაბას სარჩელი ამ გუნდს არ უნდა შეეხოს. საქმე იმაშია,რომ ფიფამ უკრაინული კლუბის მხარე დაიჭირა.

ფაქტია, რომ კლუბის ადმინისტრაციას ეს სახეცვლილება მომავალში მსგავსი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად ჭირდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ამჟამად საფრანგეთის ლიგა 2-ის ჩემპიონატში, „ვალენსიენში“ თამაშობს,რომელსაც წლის დასაწყისში შეუერთდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button