მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კარტოგრაფების საქმე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა

ე.წ კარტოგრაფების საქმე სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდა.

“ერთ-ერთ შემთხვევაში 7 ოქტომბერს ხელისუფლებამ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააპატიმრა. გენერალურმა პროკურატურამ მათ ბრალი დასდო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოქმედებაში, კომისიაში 2005-2007 წლებში მათი მუშაობის დროს. 8 ოქტომბერს მათ ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ოპოზიცია “კარტოგრაფების საქმეს” პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და გამოძიების დაწყების დროზე ამახვილებენ ყურადღებას.

მმართველი პარტიის წამყვანი წარმომადგენლების მხრიდან საქმის არჩევნებთან დაკავშირებამ ეს ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა. 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა წინასწარი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება, რაზეც დაცვის მხარემ განაცხადა, რომ გაასაჩივრებდა. საქმე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე ცხელი კონფლიქტის დროს გამოჩნდა, რამაც ისედაც არასტაბილურობისკენ მიმავალ სასაზღვრო რეგიონში დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდა”, – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

შეგახსენებთ, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი სასამართლომ 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მოსამართლემ, ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმ მოტივით, რომ მელაშვილის თანამდებობა მის შეჩერებამდე, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button