Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კვარაცხელიამ ნაკრები გადაარჩინა… საბერძნეთიდან პირველი ქულა წამოვიღეთ

86

ყატარი 2022_ ის შესარჩევის მესამე მატჩში.საბერძნეთმა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს სალონიკში უმასპინძლა,

უნდა ითქვას რომ პირველ ტაიმში სათამაშო უპირატესობა ელინელთა მხარეს იყოთუმცა შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა

მომდევნო 45 წუთიან მონაკვეთში ქართველებმა უკეთ მოახერხეს ბურთის ფლობა ექსცესს დავარქმევთ თუ შეცდომას, ფაქტს ვერ გავექცევით! 76_ ე წუთზე ოთარ კაკაბაძემ ბურთი საკუთარ საჯარიმოში უხერხულად მიიღო და ინერციით ტრაექტორია შეცვალა!

ანგარიში გაიხსნა, ქართველი ფეხბურთელის ავტოგოლით სტუმრები დაწინაურდნენ.

ზუსტად 2 წუთში ხვიჩა კვარაცხელიამ ისევ იმარჯვა და ბერძენი მცველების მოტყუებით ულამაზესი გოლი გაიტანა.

ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებს კიდევ არაერთხელ ქონდათ გოლის გატანის შანსი თუმცა თამაში ფრედ 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია რომ ჩვენმა ნაკრებმა პირველი ქულა აიღო და ისიც სტუმრად, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მომდევნო მატჩს ვილი სანიოლის გუნდი 2 სექტემბერს გამართავს.

ეროვნული ნაკრები კოსოვოს უმასპინძლებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი