სპორტი

ინდიანამ სახლში ქულა დაკარგა… ბითაძე სტატისტიკას იუმჯობესებს

NBA-ს მიმდინარე სეზონში „პეისერსმა“ „მაიამი ჰითი“ მიიღო. შინაურ კედლებში ინდიანას კალათბურთელები ბოლო მეოთხედამდე მატჩს იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და 5 ბურთიანი სხვაობით წააგეს. მატჩში საბოლოო ანგარიში 87:92 დაფიქსირდა.

პეისერსისთვის ეს 25-ე მარცხია.

21 წლის გოგა ბითაძე, თამაშში ტრადიციულად, სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და 11 წუთი დაჰყო. ამ ხნის მანძილზე ქართველმა ცენტრმა აქტივში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი ჩაიწერა. პასივში კი 5 ფოლი მიითვალა.

ფაქტია, რომ ქართველი კალათბურთელი ბოლო მატჩებში საკუთარ სტატისტიკას აუმჯობესებს.

პეისერსი პლეი-ოფში გასასვლელად ბრძოლას კვლავ განაგრძობს. ამ დროისთვის 21 მოგებით და 25 მარცხით ამოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციას იკავებს.

ბითაძის კლუბი მომდევნო შეხვედრას 3 აპრილს გამართავს. მისი მეტოქე „ინ შარლოტ ჰორნეთსი“ იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button