ეკონომიკამნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საქართველოდან დასაქმების მსურველთა აქტივობის ფონზე გერმანია ვაკანსიების რაოდენობას ზრდის
გერმანიის სოფლის მეურნეობისა და კვების ფედერალური სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმება 5000 ადამიანს შეეძლება. სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვაკანსიების რაოდენობა დასაქმების მსურველთა დიდი ინტერესის გამო გაიზარდა.
შეგახსენებთ, სააპლიკაციო ფორმის შევსება 15 თებერვალს დაიწყო, პორტალის ამოქმედებიდან 24 საათში 35 121 ადამიანი იყო დარეგისტრირებული, 1 კვირაში – 86 395. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.
გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ.
სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყო.