Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეთა პროტესტი გრძელდება

68

პოლიციის მხრიდან დაწესებული შეზღუდვვების გამო, ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები პროტესტს გუმათის დასახლევბაში აგრძელებენ. აქტივისტების ნაწილი კი კვლავ იმ ტერიტორიაზე რჩება, სადაც მშენებლობის არეალია.

რიონის ხეობის მცველი, მარიტა მუსელიანი ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან დაწესებული შეზღუდვებით, პრობლემა არა მხოლოდ აქტივისტებს, არამედ მოსახლეობასაც ექმნება.

“ფაქტია არის მძიმე. გადაადგილების უფლების შეზღუდვა არა მარტო ჩვენთვის ხდება, მოსახლეობასაც ექმნება სერიოზული პრობლემები და ეს არაფერში აღარ წერია.

რანაირად შეიძლება ამ პროცესის გამართლება, ან რა უნდა თქვან საერთოდ. არც არაფერს ამბობენ, ეს უკვე ახალი ფაზაა ჩვენს ურთიერთობებში. ესე შეუზღუდო ადამიანს მისი კონსტიტუციური უფლება, პროტესტის გამოხატვის და გადაადგილების, შორდება ყველა გონივრულ საზღვარს და დარღვევების ახალი სტადიაა”, – ამბობს მარიტა მუსელიანი.

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი უწყვეტად უკვე 161-ე დღეა მიმდინარეობს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი