მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კოვიდვაქცინა კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში გაკეთდება

კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის სპეციალური კაბინეტების მოწყობა, კახეთის კიდევ ხუთ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ერთ კვირაში, რეგიონის რვავე მუნიციპლიტეტს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ საიტზე დარეგისტრირებული პირებისათვის, გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი კაბინეტები ექნება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კაბინეტებში სპეციალური მეთვალყურეც იმუშავებს.

” ყველა მუნიციპლიტეტში მიმდინარეობს აცრის კაბინეტების მოწყობა. ვაქცინის გაკეთების მსურველები არიან, მაგრამ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშვნლოვანია. ყველა კაბინეტში იქნება სპეციალური მეთვალყურე, რომელიც უკვე ვაქცინირებულ პირებს, დაყოვნებისათვის მოწყობილ სივრცეში გააკონტროლებს და შესაძლო გვერდითი მოვლენების ადრეულ გამოვლენაში დაეხმარება”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, ვაქცინაცია კახეთში მხოლოდ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსა და ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში მიმდინარეობს.

ვაქცინაცია კახეთის რეგიონში, 15 მარტს, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button