სპორტი

რეალი-ლოვერპული… მეფური დაპირისპირება მადრიდში

ჩემპიონთა ლიგის ერთერთი მთავარი მეოთხედფინალური შეხცედრა ესპანეთის დედაქალაქში შედგება. რეალი ლივერპულს მასპინძლობს. თამაში ‘ალფრედო დი სტეფანოს“ სტადიონზე გაიმართება.

სამეფო კლუბს პრობლემები აქვს. გუნდს კაპიტანი სერხიო რამოსი ვერ დაეხმარება. ასევე, ვერ ითამაშებს ედენ აზარი და დანი კარვახალი.

გუნდების ბოლო დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 2018 წლის 26 მაისს შედგა.ესპანელებმა მერსისაიდელებს მაშინ 3:1 მოუგეს. ეს იყო პირველი თამაში,როცა ზიზუ და კლოპი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ხვალინდელი დუელი კი მეორე იქნება.

კლუბებს შორის ურთიერთშეხვედრების ერთი საინტერესო ფაქტია 2008-2009 წლების ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი. ორივე მატჩის ჯამში ლივერპულმა მაშინ იკერ კასილასის კარში გაატანილი ტორესის, დოსენას და ჟერარდის 2 გოლით 4:0 დაამარცხა რეალი.

ევროპული საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ორივე გუნდს დიდი მოტივაცია აქვს. რაც შეეხება ლივერპულს, სულ ახლახან დაკარგა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის დაცვის შანსი.

მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა დორტმუნდის ბორუსიას და მანჩესტერ-სიტის შორის გაიმართება.

მატჩები თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button