მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსის შემთხვევების გამო ყვარელში საბავშვო ბაღი დაიკეტა

ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. სოფელ შილდის მეორე საბავშვო ბაღის დაკეტვის მიზეზი, აღმზრდელისა და ძიძას კორონა ვირუსით ინფიცირება გახდა.

ყვარლის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, ნონა დავითაშვილის განმარტებით, დღეისათვის ბაღი სრულად დაკეტილია.

” ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ბაღი დავკეტეთ და დეზინფექცია ჩავატარეთ. ყველა აღსაზრდელის უსაფრთხოებისათვის ასე ვამჯობინეთ. იმ ჯგუფს, სადაც კორონა ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, უფრო დიდხანს მოუწევს სახლში ყოფნა. ამ საკითხზეც, ეპიდემიოლოგების რეკომრნდაციას შევასრულებთ”- განაცხადა დავითაშვილმა.

ყვარლის მუნიციპლიტეტში სულ 22 საბავშვო ბაღია.

1 მარტს, სააღმზრდელო პროცესის დაწყებისათვის საბავშვო ბაღების თანამშრომლებს კორონა ვირუსზე სავალდებულო ტესტირება გავლილი არ ჰქონდათ. ამის შესახებ, რადიო ჰერეთი იმავე დღეს წერდა.
ფაქტის გახმაურებას, ბაგა-ბაღების გაერთიანების იმჟამინდელი დირექტორის, ზაზა ზაუტაშვილის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button