მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

9 აპრილი მუდამ თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოდ დარჩება-ღარიბაშვილი

კორონავირუსით ინფიცირების გამო, თვითიზოლაციაში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც კრონავირუსით ინფიცირების გამო თვითიზოლაციაში იმყოიფება ფეისბუკით ეხმაურება საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე და 9 აპრილის ტრაგედიის 32-ე წლისთავს:

„დღეს ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია. 1989 წლის 9 აპრილს ქართველმა ხალხმა ხმამაღლა განაცხადა ურყევი გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. ხალხის ნებისადმი უხეში დაპირისპირება – საბჭოთა ჯარის მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევა იქცა გარდამტეხ მომენტად, რომელმაც განსაზღვრა დამოუკიდებლობის იდეის გამარჯვება და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც.

9 აპრილი მუდამ სამშობლოსათვის თავგანწირვის და ამავე დროს, თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოდ დარჩება. ამიტომაც, დღეს გმირულად დაცემულთა სახელებს ტკივილით და ამავდროულად, სიამაყით ვიხსენებთ. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც საკუთარი თავდადებით სამშობლოს თავისუფლებისკენ გაკვალა გზა.“-წერს ღარიბაშვილი

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად ქალები. ასობით დაშავდა.

უკვე 32 წელია, საქართველოში პატივს მიაგებენ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას.
2 წლის შემდეგ, საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button