სპორტი

პსჟ სალაჰის გადაბირებას გეგმავს

ლივერპულის 28 წლის თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰსა და მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს შორის დაპირისპირებაზე ინგლისურ პრესაში ბოლო დროს ბევრი იწერება. სწორედ ამან განაპირობა, რომ აფრიკელმა მერსისაიდული კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

მიუხედავად იმისა, რომ სალაჰის მოქმედ ხელშეკრულებას, ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება, – ცნობილი გახდა, რომ ეგვიპტელი ვარსკვლავის აგენტები პარი სენ-ჟერმენის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ახალი კონტრაქტის დეტალებზე ისაუბრეს.

მოჰამედ სალაჰი ლივერპულის ღირსებას 2017 წლიდან იცავს. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მან 30 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 19 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button