მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გუმათში ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები აქციისთვის ემზადებიან

გუმათის დასახლებაში აქციისთვის ემზადებიან. პროტესტს იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდანაც შეუერთდებიან.

რიონის ხეობის მცველი, მაკა სულაძე ამბობს, რომ პროტესტი იქმდე გაგრძელდება ,ვიდრე მოტხოვნები არ დაკმაყოფილდება.

“ჩვენი მოთხოვნა არის სრულიად სამართლიანი. ჩვენი აქციის დასაწყისში იყო მხოლოდ ერთი მოთხოვნა, რომ კომპანია ენკას დაეტოვებინა ხეობა და 6 თვის განმავლობაში ხელისუფლებამ ისე განავითარა თავისი უგუნური ნაბიჯებით ჩვენი მოთხოვნა, რომ დღეს დღის წესრიგში დადგა ბლოკპოსტის მოხსნის მოთხოვნა.
იმდენად წარმოუდგენელი, უსამართლო და აბსურდული სიტუაცია შექმნა, ნებისმიერი მოქალაქისთვის, თუნდაც არ იყოს დაინტერესებული ჰესის აშენება/არაშენების თემით, მისთვისაც აღმაშფოთებელია.
ჩვენ ჰესის აშენების/არაშენების თემას საერთოდ დაგვავიწყა ხელისუფლებამ, იმ უკანონო გადაწყვეტილებით, რომელიც სამწუხაროდ გვიან გასაჯაროვდა ხელშეკრულებაში, რომ ამ ხეობის ნაწილი, რომელიც გადაგვიკეტა უცხოურმა კომპანიამ, თურქულმა კომპანიამ გადაგვიკეტა მთლიანად ტერიტორიაზე მოძრაობის საშუალება, ეგ არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ამის გაპროტესტებით, რა თქმა უნდა, არ დავიღლებით”,- ამბობს მაკა სულაძე

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები შეხვედრას ამჯერად უკვე საქართველოს პრემიერ მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ითხოვენ.მათი აზრით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და მასთან შეხვედრაც აზრს კარგავს.

“ნათია თურნავამ, იმ ეტაპზე, როცა საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი იყო მიპყრობილი შეხვედრის მიმართ, მიაყენა ათასობით ადამიანს შეურაცხყოფა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენს გამართულ აქციაზე ქუთაისში მოვითხოვეთ მინისტრის პასუხისმგებლობა ამ ნაწილში და გადადგომა, რადგან მისი საქციელით შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას, შესაბამისად, დიალოგის სივრცე უშუალოდ ნათია თურნავასთან ჩვენ არ გვრჩება.

შემდეგი საფეხური გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ვინც მოდის, ეს არის ალბათ ბატონი პრემიერი, ის უნდა ჩართულიყო პირადად ამ საკითხებში და მასთან უნდა ყოფილიყო შემდგომი განხილვა, როგორც გადაწყვეტილების მიმღებთან. რადგან ის [ნათია თურნავა] ვერ ღებულობს გადაწყვეტილებებს. იმ შეხვედრიდანაც იმიტომ გაიპარა როგორც ჩვენ ვიცით, რომ კონკრეტული რაღაცეების თქმა არ შეეძლო, როცა შევიდოდით პოლემიკაში, ამიტომაც აარიდა თავი. ამიტომ, მასზე უფრო მეტად ვინც არის გადაწყვეტილების მიმღები ჩვენს სახელისუფლებო წრეებში, ვითხოვთ იმ ადამიანთან შეხვედრას”, – ამბობს აქციის ერთ0ერთი მონაწილე ვარლამ გოლეთიანი.

რიონის ხეობის მცხოვრებლები და სამოქალაქო აქტივისტები ნამოხვანჰესის აშენებას სამ თვეზე მეტია, აპროტესტებენ. მათი თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button