მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სოფელ ლამბალოდან დაკარგული 18 წლის გოგონა პოლიციამ მარნეულში იპოვა

კახეთში დაკარგული 18 წლის გოგონა პოლიციამ მარნეულში იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროში, გოგონას პოვნის ფაქტს ადასტურებენ.

ამ წუთებში, სამართალდამცავები ოჯახს, შვილთან კომუნიკაციაში ეხმარებიან.

ნარმინ ისაიევა, რომელიც მეზობელ სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდაზე იყო დანიშნული, სახლიდან ორი დღის წინ ფარულად წავიდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ გათხოვდა.

მან მოკლე ტექსტური შეტყობინება დეიდას გაუგზავნა და მისწერა, რომ საკუთარ დანიშნულთან ვერ დარჩებოდა. ისაიევას ყოფილი საქმრო ოჯახს ახლა საცოლისთვის შეძენილი ნივთებისა და
თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს.

ოჯახის მხრიდან ოფიციალურად მიმართვის შემდეგ, საქმეზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის, 143- ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button