კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბაბუამ შვილიშვილი დანით დაჭრა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ჯახუთის დასახლებაში, 80 წლის ბაბუამ ახალგაზრდა  შვილიშვილი დაჭრა. ბიჭს ჭრილობები სამზარეულოს დანით აქვს მიყენებული.

შემთხვევას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. დანაშაულის მოტივად ოჯახური კონფლიქტი სახელდება.

ბიჭს პირველადი დახმარება ხობში აღმოუჩინეს და ზუგდიდში გადაყავთ.

ბაბუა ცხელ კვალზე სამართალდამცველებმა დააკავეს.ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button