მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
აქციის მონაწილეებზე ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გუმათჰესთან გამართული აქციის დროს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 6 პირი, ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები ბათუმში დააკავეს.ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში ,,ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა“.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.